Thumbnail

ბასილაშვილი მეოთხედფინალშია - ნიკამ ფრანგ მეტოქეს ორ სეტში სძლია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:2, 7:5 არტურ რინდერკნეხი
  • ქართველმა ჩოგბურთელმა მოწოდება მხოლოდ ერთხელ წააგო

29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 1 455 925 ევრო) მეოთხედფინალში გააღწია.

ბასილაშვილი, რომელსაც ATP-ს რეიტინგში 30-ე ადგილი უკავია, კარიერაში პირველად გაეჯიბრა 25 წლის ფრანგ არტურ რინდერკნეხს (119-ე ჩოგანი) და გამარჯვება არ გასჭირვებია - 6:2, 7:5. თამაში საათსა და 21 წუთს გაგრძელდა და ნიკამ 10-დან 4 ბრეიკ-პოინტიდან გამოყენა, თავად კი მოწოდება მხოლოდ ერთხელ დათმო.

უკვე ცნობილია, რომ მომდევნო ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე 24 წლის სამხრეთაფრიკელო ლოიდ ჰარისი იქნება, რომელიც რეიტინგში 51-ე საფეხურზეა. მან ჰალეში მე-8 ნომრად განთესილი ფრანგ გაელ მონფილსს 6:4, 6:4 სძლია, სლოვაკი ლუკაშ ლაცკო კი 6:3, 7:6 (8:6) დაამარცხა.

Noventi Open-ზე მეოთხედფინალური მატჩები 18 ივნისს ჩატარდება და ბასილაშვილი-ჰარისის გარდა, ასეთი წყვილები გვაქვს: მარკოს ხირონი (აშშ)-ფელიქს ოჟიე ალიასიმი (კანადა), უგო უმბერი (საფრანგეთი)-სებასტიან კორდა (აშშ), ფილიპ კოლშრაიბერი (გერმანია)-ანდრეი რუბლიოვი (რუსეთი). საინტერესოა ისიც, რომ ჰალეს ტურნირის გამარჯვებულს 500 სარეიტინგო ქულა და 113 785 ევრო ერგება.

📺 ბასილაშვილი V რინდერკნეხი

კომენტარები

ბოლო ამბები