Thumbnail

კიელინი უელსთან არ იქნება - კაპიტანს არც მერვედფინალში ელიან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჯორჯო კიელინიმ ტრავმა შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო
  • კაპიტნის ტრავმა სერიოზული არაა, თუმცა მერვედფინალში მის თამაშს გამორიცხავენ

იტალიის ნაკრების კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ შვეიცარიასთან დაპირისპირების დროს ტრავმა მიიღო, მას მოედნის დატოვება მატჩის 24-ე წუთზე მოუწია. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯერ უცნობია, შეძლებს თუ არა კიელინი მერვედფინალში თამაშს.

ჯორჯომ სამედიცინო გამოკვლევა ფლორენციაში გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ტრავმა სერიოზული არ ჩანს, ის უელსთან შეხვედრას გამოტოვებს. გარდა ამისა, ჯორჯოს გამოჯანმრთელებას მერვედფინალისთვისაც არ ელიან.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებმა პირველმა შეძლო ჯგუფური ეტაპის ბარიერის დაძლევა. აძურას უელსთან ფრეც ჰყოფნის, რათა A ჯგუფი პირველი ადგილით დაასრულოს. იტალიას მერვედფინალური მატჩის ჩატარება 26 ივნისს მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები