Thumbnail
  • გიორგი თეთრაშვილი აჟენის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა
  • ქართველმა მორაგბემ აჟენის მაისური 80-ზე მეტ შეხვედრაში მოირგო

27 წლის ქართველი მორაგბე, გიორგი თეთრაშვილი ფრანგული აჟენიდან წავიდა. კლუბი ბორჯღალოსანს დაემშვიდობა და მას კარიერაში წარმატება უსურვა. გიორგი აჟენის ღირსებას 2014 წლიდან იცავდა და კლუბში 80-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.

თეთრაშვილმა 2017 წელს აჟენთან ერთად პლეი ოფში, TOP 14-ში გადასასვლელი ფინალიც მოიგო - გუნდმა მაშინ მონტობანს 41:20 სძლია. თეთრაშვილს ეროვნულ ნაკრებში 10 მატჩი აქვს ჩატარებული. დიდი ალბათობით, ქართველი მორაგბე კარიერას ისევ საფრანგეთში გააგრძელებს. მას ფრანგულ სარაგბო სამყაროში კარგად იცნობენ.

კომენტარები

ბოლო ამბები