Thumbnail

ჭიდაობა | 6 მედალი და გუნდური მე-3 ადგილი ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მონაგარი 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაოა
  • 18 ივნისიდან საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში გამართული ევროპის ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ვერცხლს თამაზ სულამანიძე (55 კგ.) და თორნიკე სამხარაძე (80 კგ.) დაეუფლნენ, ხოლო ბრინჯაოს – გიორგი გოგრიჭიანი (65 კგ.). დღეს კვარცხლბეკზე ასვლა გიორგი აბულაშვილმა (60 კგ.), გიორგი ნათობიძემა (71 კგ.) და თამაზ ნიკოლეიშვილმა (92 კგ.) მოახერხეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 122 ქულა მოაგროვა და მხოლოდ რუსეთსა (213) და სომხეთს (138) ჩამორჩა.

ცნობისთვის, ბულგარეთში უკვე გაემგზავრა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 18-20 ივნისს იასპარეზებს. გუნდის შემადგენლობა ასეთი გახლავთ: ანრი ხოზრევანიძე (45 კგ.), თორნიკე ვაშაყმაძე (48 კგ.), თამაზ ღლონტი (51 კგ.), თორნიკე შაინიძე (55 კგ.), რატი ხოზრევანიძე (60 კგ.), ანრი ფუტკარაძე (65 კგ.), თორნიკე მიქელაძე (71 კგ.), აჩიკო ბოლქვაძე (80 კგ.), გორ აივაზიანი (92 კგ.), დავით მგელაძე (110 კგ.).

საქართველო ბერძნულ-რომაული სტილით ჭაბუკთა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა, 18-20 ივნისს, ევროპის პირველობაზე კი შემდეგი...

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on Wednesday, June 16, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები