Thumbnail

უიმბლდონის წინ! როჯერ ფედერერის ისტორიული მარცხი ჰალეს ტურნირზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი ჰალეს ტურნირზე მერვედფინალში დამარცხდა
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 17 ივნისს რინდერკნეხს შეხვდება

როჯერ ფედერერი გერმანიის ქალაქ ჰალეში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (1 455 925 ევრო) მერვედფინალში გამოეთიშა. ლეგენდარული შვეიცარიელი კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან სამ სეტში, 6:4, 3:6, 2:6 დამარცხდა.

როჯერმა პირველი სეტის მოგება შეძლო, მაგრამ მეორე სეტში 20 წლის კანადელმა 3:2-ზე ბრეიკის აღება შეძლო და საბოლოოდ, სეტი 6:3 მოიგო. მესამე სეტში მან ფედერერს ორი სწრაფი ბრეიკი აუღო და ანგარიში 4:0 წაიყვანა - როჯერმა კი, რომელიც ჰალეს ტურნირის ათგზის გამარჯვებულია (რეკორდი), თამაშის შეტრიალება ვეღარ მოახერხა. საათსა და 45 წუთში კანადელმა ჩოგბურთელმა თამაში მოიგო - მან პირველივე მატჩპოინტი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ 39 წლის შვეიცარიელი ჰალეს ტურნირზე მეთვრამეტედ მონაწილეობდა ასე ადრეულ ეტაპზე აქამდე არასდროს დამარცხებულა!

როჯერის მთავარი მიზანი უიმბლდონის ღია პირველობის მეცხრედ მოგებაა. წლის მესამე დიდი სლემი 28 ივნისს იწყება და 11 ივლისამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ ჰალეს ტურნირის მერვედფინალშია საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც წინა ეტაპზე ვეტერანი ფრანგი ჟილ სიმონი დაამარცხა და 17 ივნისს მსოფლიოს 119-ე ჩოგან არტურ რინდერკნეხს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები