Thumbnail
  • U20 აზერბაიჯანი 1:2 U20 საქართველო
  • საქართველოს ნაკრების რიგებში გოლები მუჯირმა და სამურკასოვმა გაიტანეს

საქართველოს 20-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანთან ამხანაგური მატჩი გამართა და 2:1 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა ბაქოში, დალგა არენაზე გაიმართა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა ვასილ მაისურაძის შეგირდებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება. დავით მუჯირმა საჯარიმოს გარედან ზუსტი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში, გამარჯვების გოლი კი კაპიტანმა დავით სამურკასოვმა თავური დარტყმით გაიტანა.

U20 საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

ქავთარაძე, გაბიტაშვილი, ფურცელაძე, ყურშავიშვილი, ტაბატაძე, სამურკასოვი, ძებნიაური, ფოჩხუა, ბუღრიძე, ერგემლიძე, არველაძე

შეცვლაზე შევიდნენ: 

ისიანი, კერელეიშვილი, ფაცაცია, ჯინჯოლავა, საღრიშვილი, ლეჟავა, მუჯირი, სპანდერაშვილი, დარცმელია

კომენტარები

ბოლო ამბები