Thumbnail
  • მარკო არნაუტოვიჩმა შეურაცხყოფა ეზგიან ალიოსკის მიაყენა
  • ფორვარდმა მოიბოდიშა თუმცა მაინც დაისაჯა

უეფამ მარკო არნაუტოვიჩი 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა და იგი ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს ნიდერლანდელების წინააღდეგ ვერ დაეხმარება.

ავსრტიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვდერაში ტურნირის დებიუტანტი ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 დაამარცხა. არნაუტოვიჩმა გოლი 89-ე წუთზე გაიტანა და ეს ამბავი ძალიან გაბრაზებულმა იზეიმა.

მარკომ შეურაცხყოფა ჩრდილომაკედონიელთა ალბანური წარმოშობის მცველ ეზგიან ალიოსკის მიაყენა. გუნდის კაპიტანმა დავიდ ალაბამ მისი დამშვიდება სცადა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, დაიგვიანა.

შეგახსენებთთ, რომ მარკო არნაუტოვიჩი წარმოშობით სერბია, ალისოკი კი ალბანელი. მატჩის შემდეგ არნაუტოვიჩმა ბოდიში მოიხადა გოლის აგრესიულად აღნიშვნის გამო, რასისტული შეურაცხყოფა კი უარყო.

დავიდ ალაბა აწყნარებს არნაუტოვიჩს

"ემოციების გამო ზედმეტი სიტყვები წარმოვთქვი და ამისთვის მინდა, ყველას ბოდიში მოვუხადო. განსაკუთრებულ ბოდიშს ვუხდი ჩემს მეგობრებს, რომლებიც ჩრდილოეთ მაკედონიიდან და ალბანეთიდან არიან. მე რასისტი არ ვარ. თითქმის ყველა ქვეყანაში მყავს მეგობრები და მხარს ვუჭერ მრავალფეროვნებას. ეს ყველამ იცის, ვინც მიცნობს" - ეწერა მარკოს სოციალურ ქსელში.

მიუხედავად ბოდიშისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უეფამ იგი მაინც დასაჯა. მარკოს 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და იგი ერვონულ გუნდს ხუთშაბათს, ნიდერლანდების წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები