Thumbnail

თუ ნეფთჩის გაივლის - დინამო თბილისის მომდევნო მეტოქე ჩემპიონთა ლიგაში

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც დინამო თბილისის სავარაუდო მეტოქის ვინაობა წინასწარ გაირკვა. 

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მეტოქედ ბაქოს ნეფთჩი ჰყავს, რომელსაც 6 ივნისს თბილისში უმასპინძლებს, 13-ში კი სტუმრად დაუპირისპირდება. 

ნეფთჩისთან ორმატჩიან დუელში წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი ტურნირის მეორე ეტაპზე ბერძნულ ოლიმპიაკოსს შეხვდება. კახა ცხადაძის გუნდი პირველ თამაშს სტუმრად პირეოსში გამართავს. 

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი დინამო ნეფთჩის ბარიერს ვერ დაძლევს, კონფერენსლიგაში გადაინაცვლებს, სადაც მეორე ეტაპზე გამოვა. იქ კი მისი მეტოქე ჰაიფას მაკაბისა და ალმათის ქაირათის წყვილში დამარცხებული იქნება. პირველ მატჩს დინამოელები შინ ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 20/21 და 27/28 ივლისს ჩატარდება.

კომენტარები

ბოლო ამბები