Thumbnail

16 ივნისს უეფას კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო რაუნდის წილისყრა გაიმართება. ვინაიდან ჯერ პირველი რაუნდის წილისყრაც ახლახან გაიმართა, ქართული კლუბების ზუსტი მეტოქეები (იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ ეტაპზე გავლენ) შესაძლოა, არ გაირკვას. უეფამ, როგორც პირველ ეტაპზე, გუნდები მე-2 წრის წილისყრისთვისაც რეგიონული პრინციპით ჯგუფებში გადაანაწილა. 

ცნობილია, თუ რომელი კლუბები შეიძლება შეხვდნენ საქართველოს ვიცე-ჩემპიონ დინამო ბათუმს, თუ ეს უკანასკნელი სან მარინოს ტრე პენეს წინააღმდეგობას დაძლევს. 

ესენია: პარტიზანი (სერბეთი), ბატე (ბელარუსი), დანდალკი (ირლანდია) ან ნიუთაუნი (უელსი), რიგასი (ლატვია) ან კლაკსვიკი (ფარერები) და მილსამი (მოლდოვა) ან სარაევო (ბოსნია). ბუნებრივია, ამ ვარიანტებიდან ყველაზე რთული ბელგრადის პარტიზანთან დაპირისპირება იქნება, ძლიერია ბელარუსის ბატე-ც, რასაც დანარჩენ კლუბებზე ვერ ვიტყვით. 

პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დინამო ბათუმი ტრე პენეს წინააღმდეგ აშკარა ფავორიტია, სან მარინოს კლუბს ისტორიაში მხოლოდ ერთი საერთაშორისო მატჩი აქვს მოგებული - სომხურ შირაქთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები