Thumbnail

რეალი ფინალში უშანსოდ იყო - ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონია!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონა 92:73 რეალი (სერიაში - 2:0)
  • ბარსელონამ ესპანეთის ჩემპიონობა 7-წლიანი პაუზის მერე შეძლო

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი გახდა. ლიგა ენდესას ფინალურ სერიაში კატალონიურმა გუნდმა მადრიდის რეალი 2:0 დაამარცხა.

ბარსამ სერიის მე-2 და, როგორც აღმოჩნდა, სეზონის ბოლო თამაში საკმაოდ იოლად, 19-ქულიანი უპირატესობით მოიგო - 92:73. შარუნას იასიკევიჩუსის გუნდი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და დიდ შესვენებაზე 18-ქულიანი უპირატესობით გავიდა, რითაც ყველაფერს წერტილი დაუსვა.

ფინალის MVP ნიკოლა მიროტიჩი გახდა

ბარსელონას რიგებში საუკეთესო ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელმაც 27 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა (35 მარგი ქმედების კოეფიციენტი), ხოლო ბერძენმა ნიკ კალატესმა 15 ქულას 7 შედეგიანი პასი დაამატა. ურიგოდ არც ვეტერანი, ლეგენდარული პაუ გასოლი გამოიყურებოდა, რომელმაც 11 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გასოლი ესპანეთის ჩემპიონი 20-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ გახდა.

რეალში ალბერტო აბალდემ 15 ქულა და 2 პასი, ვალტერ ტავარეშმა კი 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა, მაგრამ ისინი "სამეფო კლუბს" ვერაფერში დაეხმარნენ და მადრიდულმა კლუბმა ფინალური სერია უშანსოდ წააგო. ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი 7-წლიანი პაუზის მერე პირველად, ისტორიაში კი მე-19-ედ გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები