- იოახიმ ლიოვის, იოზუა კიმიხისა და ტონი კროოსის კომენტარები
- დრამა მიუნხენში - ტურის მთავარი მატჩის ბედი ავტოგოლმა გადაწყვიტა
- 'ვიცოდი, რომ ჩემი ფეხბურთელები ამისთვის მზად იყვნენ' - დეშამი მატჩის შემდეგ
ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური საფრანგეთისა და გერმანიის მატჩით დასრულდა, რომელიც მოქმედმა მსოფლიოს ჩემპიონმა მატს ჰუმელსის ავტოგოლით 1:0 მოიგო. თამაშის შემდეგ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა და ფეხბურთელებმა კომენტარი გააკეთეს.
ლიოვის თქმით, ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, ბოლომდე იბრძოლეს და მათ მიმართ საყვედური სათქმელი არ აქვს:
იოახიმ ლიოვი: "ძალიან ინტენსიური მატჩი იყო და ბოლომდე ვიბრძოდით. ჩემს გუნდს ვერ დავადანაშუალებ იმაში, რომ მცდელობა არ ჰქონდა - მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. იყო მომენტები, როდესაც მათზე ზეწოლის გაზრდა შეიძლებოდა, მაგრამ აშკარა საგოლე მომენტების შექმნა ვერ მოვახერხეთ".
იოზუა კიმიხი: "ჩვენ იმ დონის გუნდი გვყავს, რომ საუკეთესოებს შორის ყოფნა შეგვიძლია. საფრანგეთი ამ ტურნირის გამორჩეული ფავორიტია, მაგრამ შემდეგ მატჩში უნდა ვაჩვენოთ, რომ პრეტენდენტთა შორის ჩვენც ვართ. დღეს ყველაზე ცუდი გუნდი არ ვყოფილვართ. მატჩში ვდომინირებდით და სულელური გოლი გავუშვით. ვფიქრობ, რომ ფრეს ვიმსახურებდით".
ტონი კროოსი: "ვფიქრობ, ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ, რაც ამ მატჩისთვის დაგეგმილი გვქონდა. ჩემი აზრით, ღირსეულად ვითამაშეთ და გოლის გასატანად საკმარისი შანსები გვქონდა".
შეგახსენებთ, რომ გერმანიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ტურის მატჩი ისტორიაში პირველად წააგო. "ბუნდესნაკრები" 19 ივნისს პორტუგალიას შეხვდება, ხოლო საფრანგეთი უნგრეთს დაუპირისპირდება.
კომენტარები