Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის პირველი ტურის მატჩში საფრანგეთის ნაკრებმა მატს ჰუმელსის ავტოგოლის წყალობით 1:0 დაამარცხა გერმანია და ჩემპიონატი სამი ქულით დაიწყო. მატჩის შემდეგ მედიასთან ნაკრების თავკაცმა დიდიე დეშამმა და ფეხბურთელებმა ისაუბრეს.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "ძალიან კარგი მეტოქის წინააღმდეგ დიდებულად ვითამაშეთ. ვიცოდი, რომ ჩემი ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად იქნებოდნენ. მეორე გოლთანაც ახლოს ვიყავით, რომელიც თამაშს დაამშვიდებდა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მეორე ტაიმში დიდად არც გაგვჭირვებია. ჩვენი მხრიდან ხარისხიანი მატჩი იყო ნიჭიერი გუნდის შესრულებით. 

პოლ პოგბა

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ოფიციალურად პოლ პოგბა დასახელდა. მატჩის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის ვარსკვლავმა M6-ს შემდეგი განუცხადა:

პოლ პოგბა (საფრანგეთი): "მოხარული ვარ, რომ საუკეთესოდ დამასახელეს, მაგრამ ჩემთვის მთავარი გუნდის თამაშია. გუნდელების გარეშე კარგად თამაშს ვერ შევძლებდი. ყველამ მოვინდომეთ. რადგან მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ყველა განსაკუთრებულად გვიყურებს და ჩვენგან ბევრს ელის. როცა თავს ვიცავთ, ამას ერთად ვაკეთებთ და შეტევაშიც გუნდურად ვმოქმედებთ. 

მომდევნო მატჩს საფრანგეთის ნაკრები 19 ივნისს უნგრეთთან "პუშკაშ არენაზე" გამართავს. 

კომენტარები

ბოლო ამბები