Thumbnail

ალვარო მორატა ტურინში რჩება - იუვენტუსმა იჯარა გაახანგრძლივა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ალვარო მორატა იუვენტუსში 2022 წლის ზაფხულამდე ითამაშებს
  • ტურინულმა კლუბმა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე დაადასტურა

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი ალვარო მორატა მომდევნო სეზონშიც იუვენტუსში ითამაშებს.

მისი სატრანსფერო უფლებები მადრიდის ატლეტიკოს ეკუთვნის და ტურინულ გრანდთან იჯარა 30 ივნისს იწურებოდა, მაგრამ ის 2022 წლის ზაფხულამდე გახანაგრძლივდა. ამის შესახებ იტალიელთა ვებგვერდი იტყობინება.

ატლეტიკო და იუვე შეთანხმდნენ, რომ 1-წლიანი იჯარის სანაცვლოდ, ესპანურმა კლუბმა 10 მილიონი ევრო უნდა მიიღოს. მორატას შენარჩუნების ინიციატორი ტურინელთა ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრია.

ესპანელმა ფეხბურთელმა 2020/21 წლების სეზონში 44 თამაშში 20 გოლის გატანა და 12 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. მას იუვეში 2014-2016 წლებშიც უთამაშია და ამ სამივე სეზონს თუ გავითვალისწინებთ, "ბიანკონერის" რიგებში ჯამში 137 თამაშში 47 გოლით და 27 საგოლე პასით გამოირჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები