Thumbnail

კრიშტიანო რონალდო ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია! უნგრეთის ნაკრებთან შესრულებული დუბლით, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ფეხბურთის კიდევ ერთი ლეგენდა, მიშელ პლატინი უკან მოიტოვა.

ფრანგს და რონალდოს აქამდე 9-9 გოლი ჰქონდათ გატანილი, მაგრამ ახლა კრიშტიანოს ანგარიშზე უკვე 11 გოლია. მან ამის გაკეთება ხუთ ევროპის ჩემპიონატზე შეძლო (2004, 2008, 2012, 2016 და 2021 წლებში). გარდა ამისა, რონალდოს 2004 წლიდან მოყოლებული, ყველა საერთაშორისო ტურნირზე აქვს გოლი გატანილი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო - ევროპის ჩემპიონატზე (2004, 2008, 2012, 2016, 2020), მსოფლიოს ჩემპიონატზე (2006, 2010, 2014, 2018), კონფედერაციათა თასსა (2017) და ერთა ლიგაზე (2019).

უნგრეთთან მატჩში კრიშტიანომ კიდევ ორი რეკორდი დაამყარა - პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც ევროპის ხუთ ჩემპიონატზე ითამაშა და ასევე პირველია, ვინც ევროს ხუთ ფინალურ ტურნირზე გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებმა უნგრეთის ნაკრებს რონალდოს დუბლით და რაფაელ გერეიროს გოლით 3:0 მოუგო, მე-2 ტურში კი 19 ივნისს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები