Thumbnail

ზედიზედ მეორე მოგება - საქართველო ნახევარფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მოლდოვა 20:27 საქართველო
  • ქართველი ხელბურთელები 18 ივნისს პლეი ოფში ითამაშებენ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ერთა თასის (IHF/EHF Trophy 2021) გათამაშების მეორე მატჩიც დამაჯერებლად მოიგო და პლეი ოფში ითამაშებს, რომელიც 18 ივნისს გაიმართება.

ქართველი ხელბურთელები ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრაში მეზობელ აზერბაიჯანს გაეჯიბრნენ და 20 ბურთის სხვაობით – 36:16 დაამარცხეს, ხოლო მეორე შეხვედრაში მოლდოვას 7 ბურთით სძლიეს - 27:20. საქართველომ პირველი ტაიმი 11:10 მოიგო, რის შემდეგაც მეორე ნახევარში 6-ბურთიანი უპირატესობით იმარჯვა.

საქართველოს ნაკრების ჩათვლით, ტურნირის მოსაგებად ევროპის 6 განვითარებადი ნაკრები იბრძვის, საუკეთესო სამეული კი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო საფეხურზე გადავა.

ქართველ ხელბურთელებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი თამაში აქვთ, 15 ივნისს, მოლდოვასთან, მეორე სამეული კი კვიპროსმა, ანდორამ და ბულგარეთმა დააკომპლექტეს. კვიპროსს 2-დან 2 მოგება აქვს. დიდი ალბათობით, 18 ივნისს საქართველო ბულგარეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში 19 ივნისს ფინალს ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები