Thumbnail

სკოპიე 2018 | ჭაბუკთა ევროპა 7 მედლით დავასრულეთ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 3 მედალს 16 მაისს ქართველებმა კიდევ 4 დაუმატეს
  • დავით აბდალაძე ფინალში დამარცხდა

სკოპიეში თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკთა შორის ასპარეზობის მესამე დღეს ქართველებმა 4 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

კონტინენტის ვიცე-ჩემპიონი დავით აბდალაძე (55) გახდა, მესამე ადგილზე კი გიორგი გეგელაშვილი (48), გიორგი ნებუნიშვილი (80) და სოლომონ მანაშვილი (110) გავიდნენ. 

აბდალაძეს ფინალში უკრაინელ ვლადიმერ ოსტაპენკოსთან მოეცარა ხელი - 0:7.

საქართველოს 7 მედალი

1 ოქრო - ბაგრატ გაგნიძე (71 კგ)

1 ვერცხლი - დავით აბდალაძე (55)

5 ბრინჯაო - გიორგი გეგელაშვილი (48), გიორგი ჭოლაძე (51), ვლადიმერ გამყრელიძე (60),  გიორგი ნებუნიშვილი (80) და სოლომონ მანაშვილი (110)

კომენტარები

ბოლო ამბები