Thumbnail

29 ივლისს ნიუ იორკში ბრუკლინის ბარკლაის ცენტრში  NBA-ის მორიგი დრაფტი გაიმართება. იმათ შორის, რომელთაგანაც 60 კალათბურთელს NBA-ს კლუბები შეარჩევენ, ორი ქართველიცაა - სანდრო მამუკელაშვილი (სეტონ ჰოლი) და გიორგი ბეჟანიშვილი (ილინოისი). 

გიორგი ბეჟანიშვილი წინასადრაფტო სიებში, თითქოს, არ არის - ამერიკული მედია ვარაუდობს, რომ ილინოისისი ყოფილ ფორვარდს დრაფტზე არ აირჩევენ, თუმცა ახლახან მან ტამპა ბეის PRO COMBINE-ზე გიორგიმ თავი გამოიჩინა (8 ქულა მატჩში) და NBA-ის ერთ-ერთი კლუბის დაინტერესებაც გამოიწვია.

"PRO COMBINE-ზე გიორგი ბეჟანიშვილმაც გამოიჩინა თავი. მომდევნო კვირაში მას მემფისში ვორქაუთი აქვს. ბეჟანიშვილს ილინოისის ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის - სადებიუტო სეზონში ერთ მატჩში 35 ქულა ჩააგდო", - ავრცელებს SNY TV. 

კომენტარები

ბოლო ამბები