Thumbnail

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ჩემპიონი დინამო თბილისის მეტოქე გაირკვა.

კახა ცხადაძის გუნდს, რომელიც წილისყრაზე განთესილი იყო, ორმატჩიანი დაპირისპირება ბაქოს ნეფთჩისთან მოუწევს. შეხვედრები 6-7 დ 13-14 ივლისს გაიმართება. პირველ თამაშს დინამოელები აზერბაიჯანის ჩემპიონებთან შინ გამართავენ. 

დინამო არენაზე სათამაშოდ აზერბაიჯანის ჩემპიონები ჩამოვლენ

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 16 ივნისს არის დაგეგმილი და შესაბამისად, დინამო თბილისს წინასწარ ეცოდინება, ნეფთჩისთან წარმატების შემთხვევაში, რომელ წყვილში გამარჯვებულთან მოუწევს მეორე ეტაპზე დაპირისპირება. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები უკვე 20-21 და 27-28 ივლისს ჩატარდება.

მაგრამ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში, დინამო თბილისი კონფერენსლიგის "ჩემპიონთა გზაზე" გადაინაცვლებს და იქ მეორე ეტაპზე გამოვა, რომლის წილისყრაც ნიონში ასევე 16 ივნისს ჩატარდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები