Thumbnail

კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა ფანტასტიკური თამაში ჩაატარეს!

კლიპერსის ლიდერებმა NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის მე-4 მატჩში ლოსანჯელესურ კლუბს იუტა ჯაზთან 118:104 მოაგებინეს, რითაც სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 2:2. კავაიმაც და ჯორჯმაც 31-31 ქულა ჩააგდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე მათგანმა ზედიზედ მეორედ მოახერხა მინიმუმ 30-ქულიანი მატჩის ჩატარება.

მაგრამ ეს კიდევ არაფერი… კავაი ლეონარდმა და პოლ ჯორჯმა წლევანდელი პოსტსეზონის ყველა, თერთმეტივე მატჩში მინიმუმ 20-20 ქულა ჩააგდეს. ამით, მათი დუეტი NBA-ს ისტორიაში მესამეა, რომელმაც პლეი ოფის პირველ 11 შეხვედრაში ეს მოახერხა. შედეგად, ისინი ისტორიაში შევიდნენ ლოს ანჯელეს ლეიკერსის ისეთ დუეტებთან ერთად, როგორებიც იყო ჯერი უესტისა და ელჯინ ბეოლორის წყვილი 1962 წელს და შაკილ ო’ნილისა და კობი ბრაიანტის წყვილი 2003-ში.

დამაინც: კავაი თუ ჯორჯი? რა თქმა უნდა, ორივე, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უფრო კავაი. თუნდაც ამ ჩატენვის გამო:

კავაის და ჯორჯს ყველაზე მეგტად მარკუს მორისი დაეხმარა 24 ქულით (5/6 სამქულიანი). იუტადან ყველაზე პროდუქტიული დონოვან მიტჩელი გახლდათ 37 ქულით. მასაც აქვს თავისი დიდი მიღწევა: მიტჩელი პირველი მოთამაშეა სტეფ კარის შემდეგ (2019), რომელმაც პლეი ოფის ზედიზედ ექვს მატჩში შეძლო მინიმუმ 30 ქულის დაგროვება.

ამრიგად, სერიაში ანგარიში თანაბარია - 2:2. მეხუთე შეხვედრა ხუთშაბათს გამთენიისას, სოლტ ლეიკ სიტიში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები