Thumbnail
  • არგენტინა 1:1 ჩილე - 1:0 მესი (33), 1;1 ვარგასი (58)
  • სამი მატჩია, რაც ალბისელესტე ჩილეს ნაკრებს ვერ უგებს

კოპა ამერიკა არგენტინის ნაკრებისთვისაც დაიწყო, რომელიც ამ ტურნირის მასპინძელი უნდა ყოფილიყო, თუმცა კორონავირუსის გამო, არგენტინელებმა მასპინძლობას თავი აარიდეს და ბრაზილიაში თამაშს დათანხმდნენ.

რიო დე ჟანეიროში გამართული დაპირისპირება, რომელშიც ერთმანეთს არგენტინა და ჩილე შეხვდნენ, 1:1 დასრულდა. ჩილეს ალექსის სანჩესი გამოაკლდა, ხოლო არგენტინას ბერგამოს ატალანტას დაცვის შეუცვლელი წევრი კრისტიან რომერო ვერ ეხმარებოდა.

'ალბისელესტე' მესის ლამაზი ჯარიმით დაწინაურდა, არგენტინელმა კარიერაში ჯარიმიდან 57-ედ გაიტანა, ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით 73-ე გოლი მიითვალა. არგენტინამ ტაიმი 1:0 მოიგო და უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა სკალონის გუნდმა მეორე ტაიმში თამაშის გაკონტროლება ვეღარ მოახერხა.

ჩილემ ტაიმის სტარტზე ანგარიში გაათანაბრა, არტურო ვიდალის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი თავად ვიდალმა შეასრულა, მისი დარტყმა მარტინესმა მოიგერია და ბურთი ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი ედუარდო ვარგასმა გაიტანა.

შეხვედრა 1:1 დასრულდა. არგენტინა მომდევნო ტურის მატჩში ურუგვაის შეხვდება, ხოლო ჩილელთა მეტოქე ბოლივიის ნაკრები იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები