Thumbnail

ყაზანის რუბინის ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიასთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო ინგლისური ევერტონი და შესაძლოა, 20 წლის გარემარბის სანაცვლოდ 20-25 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ ინფორმაციას Sportitalia-ს ჟურნალისტი რუდი გალეტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ლიდს იუნაიტედსა და ევერტონს შორის კვარაცხელიასთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. რუბინის შემტევის მომავალ სეზონში რუსეთში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა. მის კონტრაქტს ვადა 2024 წელს გასდის, თუმცა, მოსალოდნელია, რომ 20-25 მილიონ ევროდ შეთანხმება მოხერხდება”, - წერს ის.

შეგახსენებთ, რომ ლიდსის მხრიდან კვარაცხელიასადმი ინტერესზე დიდი ხანია იწერება და ზოგიერთი წყაროს ცნობით, ქართველ ფეხბურთელს გუნდში ივლისში ელიან, ევერტონი კი, როგორც სჩანს, ბოლო პერიოდში გააქტიურდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ რუსული პრემიერლიგის გასულ სეზონში 4 გოლი და 8 საგოლე პასი (მოპოვებული პენალტების ჩათვლით) მიითვალა. ცნობილი პორტალი TRANSFERMARKT მას უკვე 18 მილიონ ევროდ აფასებს. კვარაცხელია ეროვნული ნაკრების რიგებში ივნისის ამხანაგური მატჩებისთვის ემზადებოდა, მაგრამ ტრავმის გამო შეკრება დატოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები