Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 4:6, 2:6 ნოვაკ ჯოკოვიჩი
  • ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსზე 45 ქულა დაიბევა

რომის მასტერსის (საპრიზო ფონდი - € 4 872 105) მეორე წრეში საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (74) მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდა და ორ სეტში დამარცხდა - 4:6, 2:6.

მე-11 ნომრად განთესილ სერბთან მატჩი "ფორო იტალიკოს" მესამე კორტზე გაიმართა, ბასილაშვილს 17-ნომრიანი მაისურა ეცვა და პირველ სეტში გვარიანად ანერვიულა მსოფლიო ჩოგბურთის სუპერვარსკვლავი - 3:3-ზე ნიკამ 4 ბრეიქ-პოინტი გაანიავა! ბოლო გეიმში ნოვაკმა აშკარად მოუმატა და პირველად აართვა ბასილაშვილს მოწოდება და სეტიც მოიგო - 6:4. 

მეორე წრეში თამაშით ქართველმა ჩოგბურთელმა € 32 135 და 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. 

მეორე სეტში ნიკამ თავისივე პირველი მოწოდება წააგო, თანაც ნულზე. მეორე სეტში დიდი ბრძოლა არ ყოფილა, ჯოკოვიჩმა ერთხელაც მოიგო მეტოქის მოწოდებაზე და 6:2 იმარჯვა. პირველი სეტი 44 წუთს გაგრძელდა, მეორე 34. მესამე წრეში ჯოკოვიჩი ალბერტ რამოსს შეხვდება. 

ქართველი ჩოგბურთელის 17-ნომრიანმა მაისურამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალურ ქსელში იმასაც კითხულობდნენ, რამდენად ჯდებოდა წესებში ასეთი მაისურით თამაში. როგორც შევიტყვეთ, 17-ნომრიანი მაისურა ბასილაშვილის სპონსორულ შეთახმებასთან არის კავშირში და სხვა არაფერთან.

17 ნომერმა გაოცება გამოიწვია

ნიკოლოზ ბასილაშვილი 17-ნომრიანი მაისურით

ქართველი ჩოგბურთელის 17-ნომრიანმა მაისურამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სოციალურ ქსელში იმასაც კითხულობდნენ, რამდენად ჯდებოდა წესებში ასეთი მაისურით თამაში.

როგორც შევიტყვეთ, 17-ნომრიანი მაისურა ბასილაშვილის სპონსორულ შეთახმებასთან არის კავშირში და სხვა არაფერთან. 

კომენტარები

ბოლო ამბები