Thumbnail
  • კრიშტიანო რონალდოს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება
  • უცნობია, ითამაშებს თუ არა ის ტურინულ გრანდში მომდევნო სეზონში

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი კრიშტიანო რონალდო მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს. მას ჰკითხეს, სად ითამაშებს მომდევნო სეზონში, იუვენტუსში თუ სხვა კლუბში, მაგრამ კრიშტიანომ პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

"წლების განმავლობაში მოედანზე მაქსიმალურად ვიხარჯები. ჩემს მომავალზე ჭორები გავლენას არ მოახდენს ევროპის ჩემპიონატზე ჩემს თამაშზე. მომავალზე არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული", - თქვა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანოს იუვენტუსთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ ვარაუდობენ, რომ გუნდს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს. პორტუგალიელ ვარსკვლავს ყველაზე ხშირად მანჩესტერ იუნაიტედსა და პსჟ-ს უკავშირებენ, თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბუდაპეშტში უნგრეთის ნაკრებს 15 ივნისს დაუპირისპირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები