Thumbnail

"როგორ მოვხიბლოთ რუსი გოგონა" | რჩევები არგენტინის ფეხბურთის ასოციაციისგან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთში წამსვლელი რეპორტიორებისთვის მომზადებულ ბროშურას სკანდალი მოყვა
  • ჟურნალისტებს ურჩიეს, როგორ უნდა მოიქცნენ რუს ქალთან ინტიმურ ურთიერთობაში
  • ფემინისტებმა უმალ ერთი ამბავი ატეხეს 

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ (AFA) იმ რეპორტიორებისთვის, რომლებიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის გასაშუქებლად რუსეთში აპირებენ გამგზავრებას, რეკომენდაცია მოამზადა - როგორ უნდა გაიცნონ და მოხიბლონ რუსი გოგონები. ამ ფაქტს კრიტიკულად უმალ გამოეხმაურნენ ფემინისტები.

ბროშურები, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია რუსულ ენასა და კულტურაზე, 40 არგენტინელ ჟურნალისტს დაურიგდა. სკანდალი კი მას შემდეგ აგორდა, რაც ინტერნეტში გავრცელდა ტექსტიდან ქვეთავი - "როგორ მოვიქცეთ, რომ რუსი გოგონა მოვხიბლოთ".
 
"რუსი გოგონები, როგორც ყველა სხვა, ყურადღებით აკვირდებიან იმას, რამდენად იცავთ ჰიგიენას, გაცვიათ თუ არა კარგად და როგორ სუნამოს იყენებთ. პირველი შთაბეჭდილება ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, გარეგნობას სათანადო ყურადღება დაუთმეთ. 

რუს ქალს უყვარს ინიციატივიანი მამაკაცი, მას ისევე უნდა მოექცე, როგორც ძალიან ძვირფასს...

ბევრ მამაკაცს სურს რუსი გოგონას საწოლში ჩაწვენა. შესაძლოა, ის ამის წინააღმდეგნი არ იყოს, მაგრამ მიზნის მიღწევისთვის აუცილებელია, აგრძნობინო, რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანია შენთვის. მას არ უნდა მოექცე ისე, როგორც [სექსის] ობიექტს. რუს ქალს უყვარს ინიციატივიანი მამაკაცი", - ნათქვამია ინსტრუქციაში, რომლის ტექსტი რუსეთში წლების განმავლობაში მცხოვრებმა მამაკაცმა მოამზადა.

ტექსტის გამოქვეყნებისთანავე სოციალურ ქსელებში უკმაყოფილების ტალღა აგორდა, სადაც ბროშურის ავტორები სექსისზმსა და მოძველებულ შეხედულებებში დაადანაშაულეს. სკანდალის ატეხვის შემდეგ, AFA-მ ჟურნალისტებისგან უკან გამოითხოვა ბროშურები, ინტერნეტიდან კი გააქრო პოლემიკის გამომწვევი გვერდები. 

► მესი და დანარჩენები, იკარდიც სიაშია - არგენტინის შემადგენლობა მუნდიალისთვის

► WC 2018 | მესის ბოლო შანსი - როგორ აპირებს არგენტინა მუნდიალის მოგებას

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

არგენტინის ნაკრები D ჯგუფში ისლანდიას, ხორვატიასა და ნიგერიას დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება მსოფლიოს ჩემპიონი?

  • გერმანია
  • ბრაზილია
  • საფრანგეთი
  • ესპანეთი
  • არგენტინა
  • ბელგია
  • ინგლისი
  • პორტუგალია
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები