Thumbnail

წყალბურთი | სუპერფინალი თბილისში - საქართველოს ნაკრები გრანდებთან ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მსოფლიო ლიგის გადამწყვეტ მატჩებს საქართველოს დედაქალაქი უმასპინძლებს
  • საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია

26 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით, თბილისში წყალბურთში მსოფლიო ლიგის სუპერფინალი ჩატარდება და პლანეტის უძლიერეს ნაკრებებთან ერთად ტურნირში საქართველოს ეროვნული გუნდიც ითამაშებს.

ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი წყალბურთში ასეთ პრესტიჟულ შეჯიბრს ისტორიაში პირველად უმასპინძლებს და მასში 8 ქვეყანა იქნება ჩართული. უკვე ცნობილია, რომ A ჯგუფში ყაზახეთი, საბერძნეთი, არგენტინა და იტალია ითამაშებენ, B-ში კი – იაპონია, მონტენეგრო, აშშ და საქართველო.

თბილისში ასეთი დონის წყალბურთის ტურნირი პირველად ჩატარდება

სუპერფინალის განრიგის თანახმად, ქართველი წყალბურთელები 26 ივნისს იაპონიას გაეჯიბრებიან, 27-ში – მონტენეგროს, ხოლო 28-ში – აშშ-ს. მეოთხედფინალში ყველა მონაწილე გავა და იქ ისინი ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით დაწყვილდებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სუპერფინალში მოსახვედრად ევროპული ზონის კვალიფიკაციიდანაც ცდილობდა, თუმცა, ჯგუფურ ეტაპზე საბერძნეთთან (7:19) და იტალიასთან (3:14) წააგო. ევროპიდან სუპერფინალში სწორედ ჩვენი ჯგუფის წარმომადგენლები და მონტენეგრო მოხვდნენ, საქართველოს კი საგზური მასპინძლის რანგში ერგო.

კომენტარები

ბოლო ამბები