Thumbnail
  • ურუგვაის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
  • ოსკარ ტაბარესმა 26-კაციანი სია გამოაქვეყნა

მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმაც დაასახელა. მის გაფართოებულ სიაში 26 ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, მათ შორის არიან გუნდის მთავარი ლიდერები - ლუის სუარესი, ედინსონ კავანი და დიეგო გოდინი. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა 4 ივნისამდე გახდება ცნობილია.

ურუგვაის ნაკრები მუნდიალზე A ჯგუფში, მასპინძელი რუსეთის, ასევე საუდის არაბეთისა და ეგვიპტის წინააღმდეგ ითამაშებს.

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), მარტინ სილვა (ვასკო და გამა), მარტინ კამპანია (ინდეპენდიენტე).

მცველები: დიეგო გოდინი (ატლეტიკო), სებასტიან კოატესი (სპორტინგი), ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო), მაქსიმილიანო პერეირა (პორტუ), გასტონ სილვა (ინდეპენდიენტე), მარტინ კასერესი (ლაციო), გილერმო ვარელა (პენაროლი).

ნახევარმცველები: ნაიტან ნანდესი (ბოკა ხუნიორსი), ლუკას ტორეირა (სამპდორია), მატიას ვესინო (ინტერი), ფედერიკო ვალვერდე (რეალი), როდრიგო ბენტანკური (იუვენტუსი), კარლოს სანჩესი (მონტერეი), ჯორჯიან დე არასკაეტა (კრუზეირო), დიეგო ლაქსალტი (ჯენოა), კრისტიან როდრიგესი (პენაროლი), ჯონათან ურეტავისკაია (მონტერეი), ნიკოლას ლოდეირო (სიეტლი), გასტონ რამირესი (სამპდორია).

თავდამსხმელები: კრისტიან სტუანი (ხირონა), მაქსიმილიანო გომესი (სელტა), ედინსონ კავანი (პსჟ), ლუის სუარესი (ბარსელონა).

P.S. სხვა გუნდების შემადგენლობები ნახეთ ამ ბმულზე.

კომენტარები

ბოლო ამბები