Thumbnail

დანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პეტერ შმეიხელმა განაცხადა, რომ ფინეთთან ფეხბურთელებს თამაში უეფამ აიძულა. როგორც ლეგენდარულმა მეკარემ აღნიშნა, უეფა მზად იყო დანიის ნაკრებისთვის ტექნიკური წაგება ჩაეთვალა, თუ ისინი მოედანზე არ დაბრუნდებოდნენ.

"გუშინ ვნახე ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ფეხბურთელებმა თამაში მოითხოვეს, მაგრამ ვიცი, რომ ეს სიმართლე არ არის. სინამდვილეში უეფამ მათ სამი ვარიანტი წარუდგინა: დარჩენილი 50 წუთის იმ დღესვე თამაში, მეორე ვარიანტი იყო, მეორე დღეს დილის 12 საათზე თამაში და მესამე ვარიანტი იყო ტექნიკური წაგება - 0:3. არ იფიქროთ, რომ დანიელ ფეხბურთელებს არჩევანი ჰქონდათ, მწვრთნელმაც კი ინანა, რომ ფეხბურთელები მოედანზე დააბრუნა", - თქვა შმეიხელმა ITV-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ დანიისა და ფინეთის მატჩი 42-ე წუთზე შეწყდა, რადგან კრისტიან ერიკსენს გულის შეტევა დაემართა. თამაში მოგვიანებით განახლდა და ფინეთის ნაკრებმა 1:0 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები