Thumbnail
  • მილანმა მომავალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი სრულყო
  • როსონერიმ ნაპოლიდან პეპე რეინა გადაიბირა
  • ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დონარუმა მიდის?

მილანმა მომავალი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი განახორციელა: ნაპოლის მეკარე პეპე რეინა კარიერას “როსონერიში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია მილანელთა სპორტულმა დირექტორმა მასიმილიანო მირაბელიმ ოფიციალურად დაადასტურა.

35 წლის რეინას ნეაპოლელებთან კონტრაქტი უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მილანმა ესპანელი უფასოდ ჩაიგდო ხელში. ვეტერანი მეკარე “როსონერისთან” 2-წლიან კონტრაქტს აფორმებს.

ჯანლუიჯი დონარუმა

რეინას ტრანსფერის დადასტურების შემდეგ, საფეხბურთო იტალიაში აქტიურად დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ დიდი შანსია, ზაფხულში ჯანლუიჯი დონარუმამ მილანი დატოვოს. ჟურნალისტები იტალიის ნაკრების 19 წლის მეკარის ბედს პარი სენ-ჟერმენს უკავშირებენ. დონარუმას მილანთან კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული. მისი მრჩეველი მინო რაიოლაა, რომელიც ამბობს, რომ ჯიჯოზე არაერთი სერიოზული შეთავაზება მიიღო. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, მილანი დონარუმას მინიმუმ 70 მილიონ ევროდ შეაფასებს.

“როდესაც თავისუფალი აგენტი ხდება ისეთი შესანიშნავი მეკარე, როგორიც რეინაა, კარგმა გუნდმა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას - მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დონარუმაც გვყავს. ვფიქრობ, რეინა მოედანს მიღმაც დიდი ძალაა. თუ რომელიმე გრანდი დონარუმას წაგვართმევს, რეინა გვეყოლება და ესეც კარგია. სხვამხრივ, გვიხარია, რომ ორი კარგი მეკარე გვეყოლება,” - განაცხადა მირაბელიმ.

კომენტარები

ბოლო ამბები