Thumbnail

'იორკშირელი პირლო' - კალვინ ფილიპსის მეტსახელი, ახლა უკვე ყველამ იცის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

დღეს ინგლისის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო. საუთგეიტის გუნდმა, ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ხორვატია დაამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი, რაჰიმ სტერლინგმა გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი ლიდსის კალვინ ფილიპსმა მისცა.

თუმცა, საგოლე გადაცემის გარდა, "იორკშირელი პირლო" მთელი მატჩი გამორჩეული იყო და მოედნის ცენტრში დომინირებდა. პირლოს ფილიპსს ლიდსის ფანები ადარებდნენ, მაგრამ დღევანდელი მატჩის შემდეგ ტვიტერზე ეს მეტსახელი ნამდვილი ტრენდი გახდა.

"ძალიან მიხარია, რომ საგოლე გადაცემა მივითვალე და გუნდმა 3 ქულა აიღო..." - ამბობს ფილიპსი. "მარსელო ბიელსასთან მუშაობა მის თამაშს ეტყობა..." - დაამატა გარეთ საუთგეიტმა. "საოცარი მოთამაშეა, საოცარი სანაკრებო კარიერის სტარტზე."

სტატისტიკა: პასის სიზუსტე - 93.9%, 33 გადაცემიდან, მხოლოდ 2 იყო არაზუსტი. ბურთს 44-ჯერ შეეხო და აქედან 26-ჯერ მეტოქის ნახევარზე. 

კალვინ ფილიპსი ლიდს იუნაიტედში შედარებით სიღრმიდან თამაშობს და ამაზე ყურადღება მთავარმა მწვრთნელმაც გაამახვილა. "დღეს ცოტა წინ თამაში ვთხოვეთ, რაც მისთვის უჩვეულოა, მაგრამ ვიცით, რომ ტექნიკის ხარჯზე ეს შეუძლია და სწორედ ასეც მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები