Thumbnail

ტოჩინოშინი: ახლა მხოლოდ მოგებებზე ვფიქრობ

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო 4-0 ბალანსით დაიწყო
  • ქართველი სუმოისტის კომენტარი მე-4 გამარჯვების შემდეგ

ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ბაშო ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია 30 წლის ლევან გორგაძისთვის (ტოჩინოშინი). მას უნიკალური შანსი აქვს, სუმოს იერარქიაში მეორე რანგი - ოძეკის (ჩემპიონის) ტიტული მიიღოს. ამისათვის კი ბაშოზე, წესით, 15-დან 10 მოგება უნდა ეყოს.

► ტოჩინოშინი მიზნისკენ დაუმარცხებელი მიიწევს

აქედან 4 უკვე მოგებულია - ტოჩინოშინმა ერთმანეთს შოჰოზანი, აბი, ტამავაში და მიტაკეუმი მიაყოლა. 

კომუსუბი მიტაკეუმისთან გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა jiji.com-ს განუცხადა: "ბაშოზე ნამდვილად არ მაქვს ურიგო სტარტი, ახლა მთავარია, ეს განწყობა შევინარჩუნო. ახლა ბევრად უფრო თავდაჯერებული ვარ და მხოლოდ მოგებებზე ვფიქრობ".

შეგახსენებთ, რომ ნაცუ ბაშოზე მხოლოდ 4 სუმოისტია დაუმარცხებელი - ტოჩინოშინი, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო, სეკივაკე იჩინოჯო და მე-4 მაეგაშირა შოდაი.

კომენტარები

ბოლო ამბები