Thumbnail
  • სამტრედია 0:2 დინამო თბილისი
  • გოლები: 0:1 რადინი (24), 0:2 ახვლედიანი (80)
  • დინამო თბილისმა ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა

საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურში დინამო თბილისი სამტრედიას სტუმრად დაუპირისპირდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, რომელიც კახა ცხადაძისთვის დაბრუნების შემდეგ სადებიუტო იყო.

თბილისელებმა წინა ტურში ქობულეთის შუქურასთან ვერ მოიგეს და ლიდერობაც დაკარგეს, რის გამოც სამტრედიაში ქულების დაკარგვის უფლება არ ჰქონდათ. მეორეს მხრივ, გია ცეცაძის გუნდი გასავარდნი ზონის ზღვარზეა და მათთვის ყველა ქულა ფასეულია.

დინამო გაცილებით აქტიურად და აგრესიულად თამაშობდა, რამაც შედეგი გამოიღო. ანგარიშის გახსნა სერბულ კომბინაციას მოჰყვა. 24-ე წუთზე ზორან მარუშიჩის პასით მილან რადინმა ახლო მანძილიდან შეძლო ბექა ქურდაძის კარის აღება და სტუმრები დააწინაურა. ცხადაძის გუნდმა ტაიმი ამ გოლით მოიგო, ხოლო მატჩის მიწურულს უპირატესობა გააორმაგა. საგოლე პასი ისევ მარუშიჩის აქტივშია, რომელმაც ამჯერად ქურდაძეს თორნიკე ახვლედიანი შეატოვა და ახალგაზრდა ფორვარდს შანსი ხელიდან არ გაუშვია - 0:2.

დინამო თბილისმა ამ გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა და გალიდერდა, მაგრამ დინამო ბათუმზე თამაშით მეტი აქვს ჩატარებული და უპირატესობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს. სამტრედიას 10 ქულა აქვს და მე-9 საფეხურზეა. კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო ტურში, 18 ივნისს, ლოკომოტივს უმასპინძლებს, ხოლო სამტრედიელები იმავე დღეს საბურთალოს სტუმრად დაუპირისპირდებიან. დღეს მე-17 ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც შუქურა და თბილისის საბურთალო უგოლოდ დაზავდნენ.

~

სამტრედია 0:2 დინამო თბილისი

გოლები: 0:1 რადინი (24), 0:2 ახვლედიანი (80)

სამტრედია (3-4-1-2): ქურდაძე - გიორგაძე, სამბუ, ნადირაძე - იოსელიანი (77. გადირზადე), ცეცხლაძე, მესიაჩენკო (77. რობაქიძე), კვირკვია - ნათან ჟუნიორი (57. რუხაძე) - ლომთაძე (57. ლუკავა), ილურიძე (84. დოობი)

დინამო თბილისი (3-4-3): კვასხვაძე - ბენიო, მონხილი, კობოური - სპორკსლედე, პაპავა (46. ქარდავა), რადინი (75. მექვაბიშვილი), ხარაბაძე - კუცია (68. გაგნიძე), მარუშიჩი (89. ორშულა), გაბედავა (68. ახვლედიანი)

📸 | ფოტო: FCDINAMO.GE

კომენტარები

ბოლო ამბები