Thumbnail
  • 8 თვის შემდეგ ევერტონმა 'დიდი სემი' გაათავისუფლა
  • სავარაუდოდ მის ადგილს პორტუგალიელი მარკო სილვა დაიკავებს...

ევერტონმა სემ ელერდაისი გაათავისუფლა, ინლგისელი, რომელიც პრემიერლიგაში "მეხანძრის" ზედმეტსახელით არის ცნობილია კლუბში ნოემბრიდან მუშაობდა.

ელერდაისმა გუნდი რთულ სიტუაციაში, მეცამეტე ადგილზე მყოფი ჩაიბარა და სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა თამაშის ხარისხით ხელმძღვანელობა და გულშემატკივრები უკმაყოფილო არიან.

ელერდაისის გუნდები, თამაშის ხისტი და ძალისმიერი მანერით გამოირჩევიან, რეზულტატზე თამაშობენ. "სეზონი ქულების მიხედვით ფასდება და არა თამაშის ხარისხით," - ამბობდა ელერდაისი.

ევერტონი მის ნაცვლად, რონალდ კუმანის წასვლის შემდეგ მარკო სილვას დანიშვნას აპირებდა, თუმცა უოტფორდმა პორტუგალიელი არ გაუშვა, ხოლო შემდეგ ცუდი შედეგების გამო გაათავისუფლა კიდეც. ამბობენ, რომ ზაფხულში ევერტონი სწორედ სილვას წარადგენს, რომელიც დღეს უმუშევარია.

"სემს დიდ მადლობას ვუხდით. მანდ ძალიან მნიშვნელოვან დროს გვიშველა და ამას არ დავუვიწყებთ." - ამბობს კლუბში ახლად დანიშული დირექტორი, პროფესორი დენის ბარეტ-ბექსენდეილი.

კომპენსაციის სახით ელერდაისმა £6 მილიონი მიიღო

კომენტარები

ბოლო ამბები