Thumbnail

'ადრე გაჩვენეთ, როგორ უნდა ინგლისთან თამაში, დღესაც იგივეს ვიზამთ' - მოდრიჩი

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ხორვატიის ნაკრების კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი ამბობს, რომ ინგლისელებს ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის მატჩში, ხორვატიის წინააღმდეგ 'არასამართლიანი უპირატესობა' ექნებათ.

საუთგეიტის გუნდი, ხორვატიას დღეს უემბლიზე უმასპინძლებს და D ჯგუფის მატჩები, 17:00 საათზე, სწორედ ინგლისისა და ხორვატიის დაპირისპირებით დაიწყება.

უემბლი უმასპინძლებს ასევე ინგლისის ჯგუფური ეტაპის კიდევ 2 მატჩის - შოტლანდიის და ჩეხეთის წინააღმდეგ. "ყველა ხედავს ამას, რომ ინგლისს სახლში თამაშის გამო უპირატესობა აქვს..." - ამბობს მოდრიჩი.

დღევანდელ მატჩზე, გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაიშვება - 22,500. "ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი ხორვატი დღეს აქ ვერ იქნება, რადგან მათ სტადიონზე ყოფნას ყოველთვის განსაკუთრებული მუხტი აქვს."

35 წლის ვეტერანმა, ინგლისის ნაკრებზეც ისაუბრა. "ძალიან ვაფასებ ამ გუნდს, ერთ-ერთი ფავორიტები არიან. თუმცა, ადრე ყველას ვანახეთ როგორ უნდა ინგლისთან თამაში და დღესაც იგივეს შევეცდებით."

კომენტარები

ბოლო ამბები