Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფის მატჩი დანიისა და ფინეთის ნაკრებებს შორის მოულოდნელად შეწყდა. 43-ე წუთზე მასპინძელთა ნაკრების ლიდერი კრისტიან ერიკსენი მინდორზე მოწყვეტით დაეცა. მინდორზე ექიმები მალევე გამოჩდნენ და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაიწყეს.

დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბოესენმა შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ერიკსენის ამბის დეტალები გაიხსენა. ''დავიწყებ იმით, რომ მე ვესაუბრე კრისტიანის ოჯახს. ახლა დეტალების თქმას არ ვაპირებ. მინდა ვთქვა, რაც იქ მოხდა. როცა კრისტიანი დაეცა, ჩვენ მინდორზე გამოგვიძახეს.

მე მომენტი არ დამინახავს, მაგრამ აშკარად შორიდანაც ჩანდა, რომ გონზე არ იყო. მივედი მასთან და ის სუნთქავდა, ვგრძნობდი მის პულსს, მაგრამ ეს მოულოდნელად შეიცვალა და პულსი გაჩერდა, რის გამოც ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამოვიყენეთ'', - განაცხადა დანიელთა ექიმმა.

რაც შეეხება მატჩს, მასპინძელი დანია ფინეთს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა. ურონენის ჩაწოდების შემდეგ იოელ პოჰიანპალომ, რომელიც ბერლინის იუნიონის ფორვარდია, თავით გაიტანა და გოლი არ აღნიშნა.

კომენტარები

ბოლო ამბები