Thumbnail

შეთანხმება მიღწეულია | ბარსელონა 35 მილიონ ევროს სევილიის მცველში იხდის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა ამ ზაფხულს დაცვის ხაზის გაძლიერებას კლემან ლონგლეთი აპირებს
  • სევილიელთა 22 წლის ფრანგი მცველის ტრანსფერზე შეთანხმება მიღწეულია

ბარსელონა სევილიას ცენტრალური მცველის კლემან ლონგლეს ტრანსფერზე შეუთანხმდა. როგორც Mundo Deportivo იუწყება, კატალონიელები 22 წლის ფრანგ ფეხბურთელში 35 მილიონ ევროს გადაიხდიან.

წყაროს ცნობით, მცველი ბარსელონასთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამასთან, კატალონიური კლუბი ხელშეკრულებაში პირსგასამტეხლოდ სოლიდურ თანხას მიუთითებს, რათა სხვა კლუბებს მისი გადაბირება ისევე არ გაუადვილდეთ, როგორც ეს ბარსას სხვა მცველის - სამუელ უმტიტის შემთხვევაში ხდება. ცნობილია, რომ უმტიტი კლუბთან ახალ კონტრაქტს არ აფორმებს, 60 მილიონად მისი ხელში ჩაგდების მსურველი კი ბევრია.

ლონგლე სევილიას ღირსებას 2017 წლის იანვრიდან იცავს, სადაც ნანსიდან გადავიდა. მაშინ ესპანურმა კლუბმა ფრანგში 5 მილიონი ევრო გადაიხადა.

კლემან ლონგლეს ლეო მესის შეჩერებაზე ზრუნვა ვარჯიშებზე მოუწევს

ლონგლემ მიმდინარე სეზონში სევილიის მაისურით ლა ლიგის 34 მატჩში ითამაშა, გაიტანა 3 გოლი და მიითვალა ერთი საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები