Thumbnail
  • ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის გასაგრძელებლად გუნდს ეძებს
  • იტალიელ მეკარეს ჯენოა და ბეშიქთაშიც ეპატიჟებიან

იტალიური პრესის ინფორმაციით, ჯანლუიჯი ბუფონი მომავალ კვირას გადაწყვეტს, თუ სად გააგრძელოს კარიერა. იტალიელმა მეკარემ ტურინის იუვენტუსი დატოვა და ჯერ არ იცის, სად ითამაშებს ახალი სეზონიდან.

შესაძლოა, ბუფონი პარმაში გადავიდეს და კლუბს სერია B-დან აღზევებაში დაეხმაროს. ჯიჯიმ კარიერა პარმაში დაიწყო და იუვენტუსში 2001 წლის ივლისში გადავიდა. ბუფონს სურს, რომ კარიერა კიდევ გააგრძელოს და მაღალ დონეზე იასპარეზოს. იტალიელი ჟურნალისტები წერენ, რომ პარმა მისთვის იდეალური ვარიანტია.

გარდა პარმასი, ბუფონს კონტრაქტის გაფორმება ორმა კლუბმა შესთავაზა, ჯანლუიჯისთან კონტრაქტის გაფორმება ჯენოასა და თურქულ ბეშიქთაშს სურდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები