Thumbnail

26 წლიანი ლოდინი დასრულდა - აია საქართველოს ჩემპიონია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აია 16:13 ბათუმი
  • ქუთაისელებმა ქვეყნის ჩემპიონობა დიდი პაუზის შემდეგ დაიბრუნეს

ქუთაისის აიამ დიდი 10-ის ფინალში ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულით აჯობა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული 26-წლიანი პაუზის შემდეგ დაიბრუნა. ქუთაისელებმა ბოლო ჩემპიონობა 1995 წელს მოიპოვეს, რის შემდეგაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონები 4-ჯერ გახდნენ. აიამ ბათუმელებს 16:13 მოუგო.

''აია არენაზე'' გამართულ მატჩში ქუთაისელები გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით დააწინაურა, ბათუმმა მამუკა ნინიძის ჯარიმით გაათანაბრა - 3:3. ბათუმი 31-ე წუთზე 14 კაცით დარჩა, მსაჯმა დაჩი კოპაძე გაასინბინა. აიამ კი ამ უპირატესობით ისარგებლა, პეტრე ჯინჭარაძემ ლელო დადო, რომელიც გიორგი ბაბუნაშვილმა გარდასახა და ტაიმი მასპინძლებმა 10:3 მოიგეს.

გიორგი ბაბუნაშვილმა მეორე ტაიმში კიდევ 2 ჯარიმა გაიტანა, რასაც ბათუმელებმა ბექა ურჯუკაშვილის ლელოთი და მამუკა ნინიძის ჯარიმა-გარდასახვით უპასუხა, თუმცა მეტოქემდე 3 ქულა დააკლდა და ჩემპიონობა დათმო. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმს ბორჯღალოსანი ლაშა ხმალაძე აკლდა.

აია ქვეყნის ჩემპიონი მეოთხედ გახდა, ხოლო ბათუმმა ვიცე-ჩემპიონობა მეხუთედ მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქუთაისელთა ათიანი გიორგი ბაბუნაშვილი დაასახელეს.

მთავარი ფოტო / დიდი 10 / არჩილ გეგენავა

კომენტარები

ბოლო ამბები