Thumbnail
  • შედეგები, ცხრილები, ბომბარდირები და სიმბოლურები
  • სამოყვარულო ლიგა საინტერესოდ მიმდინარეობს

სამოყვარულო ლიგაში თბილისის უმაღლესი ლიგის მე-4 და პირველი ლიგის მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. სეზონი ხურდება და გუნდები ოპტიმალურ ფორმას უახლოვდებიან.

უმაღლესი ლიგა

თბილისის უმაღლესი ლიგის ექვსივე შეხვედრა დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. მე-4 ტურის სასტარტო შეხვედრაში თ.ს. სასამართლო ბასიანს დაუპირისპირდა და 6:2 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვებული გუნდიდან დუბლი შეასრულა კონსტანტინე ჭაბაშვილმა. 

სეუმ 6:1 გაანადგურა სსგ აფხაზეთი და სატურნირო ცხრილს 12 ქულით ჩაუდგა სათავეში. დუბლი შეასრულეს ჯანიკო გიორგაძემ და გიორგი მარახველიძემ, რომელიც ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

საინტერესო მატჩი გაიმართა გორგიას და არისტოკრატებს შორის. დაძაბულ და უხვგოლიან შეხვედრაში გორგიამ 3:2 დაამარცხა მეტოქე. 

ნახალოვკამ 4:1 დაამარცხა ტტც. შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა გიორგი პაპუაშვილმა, რომლის ანგარიშზე ჰეთ-თრიკია. პაპუაშვილი ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული...

მოულოდნელი შედეგით დასრულდა 35-ე თბილისი-უქიმერიონის შეხვედრა. მოულოდნელად„ უქიმერიონი 2:4 დამარცხდა. გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში დუბლი გაიფორმა გიორგი ადეიშვილმა.
 
საინტერესო და დაძაბული მატჩი გაიმართა პალიტუნსა და კვარტალს შორის. შეხვედრა ორმხრივ შეტევებში წარიმართა და საბოლოოდ, ფრედ 2:2 დასრულდა. პლატინუმის შემადგენლობაში ორი გოლი ლუკა გოგუაძის ანგარიშზეა.

4 ტურის შემდეგ, სეუს 12 ქულა აქვს და სათავეში უდგას სატურნირო ცხრილს. ლიდერს 16 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ 2 გაშვებული. 8 ქულით მეორე ადგილზე ნახალოვკაა, შემდეგ კი ერთბაშად 3 გუნდი მოდის 7-7 ქულით: უქიმერიონი, 35-ე თბილისი და გორგია. ბოლო ადგილზე ბასიანია, რომელსაც მხოლოდ 2 ქულა აქვს. 

პირველი ლიგა

არანაკლებ საინტერესო შეხვედრები გაიმართა თბილისის პირველი ლიგის ა და ბ ქვეჯგუფებში. 

ა ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში კახორი და კოლხეთი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. დაძაბული შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ნიკა ბარბაქაძის და თორნიკე ცერცვაძის დუბლების წყალობით, იბერიამ 4:0 ძლია ვაზისუბანი 1975-ს. 

უხვგოლიანი გამოდგა ქომაგების და უქიმერიონი 1960 -ის დაპირისპირება. მოულოდნელად, უქიმერიონი 1960-მა 9:1 დაამარცხა მეტოქე. ჰეთ-თრიკით გამოირჩა გიორგი თოდიძე, ხოლო აბესალომ ჭედიშვილმა დუბლი შეასრულა. თოდიძე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა...

უხვგოლიანი გამოდგა იმედი-სალერის შეხვედრა. პირველ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, სალერმა 10-2 სძილია მეტოქეს. ჰეთ-თრიკით გამოირჩა ნიკოლოზ შალამბერიძე. 

წინა ტურში დაკარგული ქულების შემდეგ, ირაომ 2-0 დაამარცხა მიმინო. გამორჩეული მატჩი ჰქონდა კახაბერ ზამთარაძეს. 

ზედაზენმა 5:1 დაამარცხა ვერა.დუბლი გაიფორმეს ირაკლი ბალაშვილმა და გიგლა გულბათაშვილმა. სასტარტო ტურებში მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, დელ მარი მეტეხთან დამარცხდა, 0:2. 

ა ჯგუფის სატურნირო ცხრილს უქიმერიონი 1960 უდგას სათავეში. ლიდერს 9 ქულა აქვს, 23 გატანილი გოლი და 3 გაშვებული. შემდეგ 3 გუნდი მოდის, რომლებსაც 7-7 ქულა აქვთ: კოლხეთი, კახორი და ირაო. ჯერჯერობით უქულოდ არიან მიმინო, ქომაგები, ვერა და ვაზისუბანი 1975.

ბ ჯგუფის პირველ შეხვედრაში ტიფლისმა და დინამო სოხუმმა ქულები გაიყვეს. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 

გლდანის და გრასრუტის შეხვედრა დაძაბული გამოდგა. გლდანელებმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ვარკვლავებისაგან დაკომპლექტებულ გრასრუტს. საბოლოოდ, ალექსანდრე იაშვილის და ზურაბ ხიზანიშვილის გატანილი გოლების წყალობით, გრასრუტმა 2:0 დაამარცხა მეტოქე. 

სპარტამ 10 უპასუხო გოლი მიიღო ბასასგან. გამარჯვებული გუნდიდან 6 გოლი გაიტანა ელდარ კაზარიანმა, რომელიც 10 შედეგიანი დარტყმით პირველი ლიგის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.

ჯითისიმ ლაშა დობორჯგინიძის დუბლით 2:0 დაამარცხა ავაზა, ტაბახმელა-ბეთმასტერის შეხვედრა კი ფრედ, 0:0 დასრულდა.
 
დიდგორი-თბილისი სითის შეხვედრაში 3 გოლი გავიდა და სამივე დიდგორის კარში. მეთოფეებმა ანალოგიური ანგარიშით მოუგო ვაკეს.

ბ ჯგუფის სატურნირო ცხრილში ორხელისუფლებიანობაა: ბასა და გრასრუტი 9-9 ქულით ლიდერობენ. მესამე ადგილზე ტიფლისია, რომლის აქტივში 7 ქულაა. ცხრილის ფსკერზე დიდგორი და ავაზა არიან, რომლებიც ჯერჯერობით უქულოდ ასპარეზობენ.

 

კომენტარები

ბოლო ამბები