Thumbnail

კრისტიან ერიკსენის ამბავს, რომელმაც საფეხბურთო სამყარო შეძრა, უეფას პრეზიდენტი ალეკსანდერ ჩეფერინი გამოეხმაურა. სლოვენიელმა დანიელ ფეხბურთელს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

"მსგავსი მომენტები ცხოვრებაში ყველაფერს ცვლის. კრისტიანს სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ვლოცულობ, მის ოჯახს ჰქონდეს ძალა და რწმენა. ამ დროს საფეხბურთო ოჯახის ერთიანობა ძლიერია. მას და მის ოჯახს ყველა კეთილ სურვილებს უსურვებს და მათთვის ლოცულობს. გავიგე, რომ ორივე გუნდის გულშემატკივრები მის სახელს სკანდირებდნენ. ფეხბურთი მშვენიერია და კრისტიანი მას ლამაზად თამაშობს", - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა.

ერიკსენი შეუძლოდ პირველი ტაიმის ბოლოს გახდა

დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი B ჯგუფში კოპენჰაგენის "პარკენზე" მას მერე შეწყდა, რაც შეხვედრის 42-ე წუთზე კრისტიან ერიკსენი მოწყვეტით დავარდა მოედანზე და გონება დაკარგა. ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ დანიელთა ლიდერის გულის ამუშავებას. როგორც კი კრისტიანი გონზე მოვიდა, ის რეანომობილით კლინიკაში გადაიყვანეს.

უეფამ დაადასტურა, რომ კრისტიან ერიკსენი სტაბილურადაა. დანიის ფეხბურთის ფედერაციამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი გონებაზეა და ლაპარაკიც შეუძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები