Thumbnail

უეფას გადაწყვეტილებით, მატჩი დანიისა და ფინეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის გადაიდო, თუმცა ორივე გუნდის ფეხბურთელთა მოთხოვნით, უეფამ მატჩის გაგრძელება ბრძანა. თამაში დანიის დედაქალაქში 22:30-ზე განახლდება. ჯერ ტაიმის ბოლო 4 წუთი გაიმართება. შემდეგ ხუთწუთიანი შესვენების შემდეგ მეორე ტაიმიც დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ დანიისა და ფინეთის ნაკრებების მატჩი B ჯგუფში კოპენჰაგენის "პარკენზე" მას მერე შეწყდა, რაც შეხვედრის 42-ე წუთზე კრისტიან ერიკსენი მოწყვეტით დავარდა მოედანზე და გონება დაკარგა. ექიმები რამდენიმე წუთის განმავლობაში ცდილობდნენ დანიელთა ლიდერის გულის ამუშავებას. როგორც კი კრისტიანი გონზე მოვიდა, ის რეანომობილით კლინიკაში გადაიყვანეს. 

უეფას განცხადებით, კრისტიან ერიკსენის მდგომარეობა სტაბილურია და ის გონზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები