Thumbnail

კოპენჰაგენის "პარკენზე" B ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა, მასპინძელი დანია ფინეთს დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. პირველი ტაიმის მიწურულს სტადიონზე კინაღამ ტრაგედია მოხდა, როცა დანიელთა ლიდერ კრისტიან ერიკსენს კოლაპსი მოუვიდა, თამაში რამდენიმე საათით შეწყდა.

კასპერ ჰიულმანდს სიურპრიზები არ შემოუთავაზებია, ის 11-ეული დააყენა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა. შეტევაში დანია პოულსენი, ვინდი, ბრაიტვაიტის სამეულით უტევს, რომელთაც უკნიდან კრისტიან ერიკსენი ეხმარება. ფინეთს დაუბრუნდა კაპიტანი და ლიდერი ტიმ სპარვი. 

დებიუტანტის სასტარტო აქტიურობის შემდეგ, დანიის ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და ჰრადეცკის რამდენიმე "სეივი" დასჭირდა ფინეთის ნაკრების გადასარჩენად.

ლუკაშ ჰრადეცკის 'სეივი' კრისტიან ერიკსენის დარტყმის შემდეგ I ტაიმში

პირველი ტაიმის მიწურულს კრისტიან ერიკსენს კოლაფსი მოუვიდა, ექიმები მის გადარჩენას ცდილობდნენ. კრისტიან ერიკსენი გონს მოვიდა და ის რეანომობილით კლინიკაში გადაიყვანეს. უეფას განცხადებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია. ერთი საათის შემდეგ უეფამ მატჩის გადადება გამოაცხადა, თუმცა ორივე ნაკრების ფეხბურთელების მოთხოვნით, მატჩი ისევ განახლდა. ჯერ ტაიმის დარჩენილი 4 წუთი ითამაშეს, შემდეგ 5-წუთიანი შესვენება დაინიშნა და მეორე ტაიმიც დაიწყო.

კრისტიან ერიკსენს დახმარებას უწევენ

ანგარიში მე-60 წუთზე გაიხსნა. ურონენის ჩაწოდების შემდეგ იოელ პოჰიანპალომ, რომელიც ბერლინის იუნიონის ფორვარდია, თავით გაიტანა. კასპელ შმეიხელმა ბურთის ხელში შემაგრება ვერ შეძლო. ასე გავიდა ფინეთის ნაკრების ისტორიული გოლი ევროპის ჩემპიონატებზე. ფინელებმა გოლი სიტუაციიდან გამომდინარე, მოკრძალებულად აღნიშნეს.

პოჰიანპალოს გოლი შმეიხელის კარში

74-ე წუთზე ფინელთა კარში საეჭვო პენალტი დაინიშნა, თუმცა ლუკაშ ჰრადეცკიმ ჰოიბერგის ცუდად შესრულებული პენალტი აიღო. ბოლო წუთები დანიამ შეტევებში გაატარა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო. 

ფინეთის ნაკრებმა დიდ ტურნირებზე პირველი მატჩი გამართა

TOP - ლუკაშ ჰრადეცკი

ფინელთა წარმოშობით სლოვაკმა გოლკიპერმა ერიკსენის ინციდენტამდე პირველ ტაიმში რამდენიმე შესანიშნავი "სეივი" განახორციელა", მეორეში კი პენალტი აიღო და მის ნაკრებს 3 ქულა შეუნარჩუნა.

FLOP - პიერ-ემილ ჰოიბერგი

ტოტენჰემის ნახევარმცველმა ფინელთა კარში პენალტი საშინლად შეასრულა და დანიას ქულის გადარჩენის შანსი მოუსპო. 

 

საინტერესო ფაქტები

📌 დღეს ზუსტად 2 წელიწადი გახდა, რაც დანიის ნაკრებს სათავეში კასპერ ჰიულმანდი ჩაუდგა. 

📌 ფინეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატებზე სადებიუტო მატჩი ითამაშა.

📌 ეს გუნდები ერთმანეთს 66-ედ (!) დაუპირისპირდნენ, მაგრამ მხოლოდ მესამედ ოფიციალურ მატჩში. ბოლო დაპირისპირებიდან კი თითქმის ათი წელი იყო გასული.

📌 იოელ პოჰიანპალომ ფინეთის ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა დიდ ტურნირებზე.

დანია 0:1 ფინეთი

დანია (4-3-3): შმეიხელი - ვასი (76. ლარსენი), კიაერი (63. ვესტერგაარდი), კრისტენსენი, მეჰლე - ერიკსენი (43. იენსენი), ჰოიბერგი, დელეინი (76. კორნელიუსი) - პოულსენი, ვინდი (63. სკოვ ოლსენი), ბრაიტვაიტი

ფინეთი (3-5-2): ჰრადეცკი - ტოივიო, არაიური, ო'შონესი - რაიტალა (90. ვიოლსიონენი), ლოდი, კამარა, სპარვი (77. შულერი), ურონენი - პოჰიანპალო (84. ფორსსი), პუკი (77. კაუკო)

კომენტარები

ბოლო ამბები