Thumbnail

მარიამ ბოლქვაძე ფინალში გავიდა - ერთი ნაბიჯი ტიტულამდე

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:4 მაი ჰონტამა
  • მარიამ ბოლქვაძის სავარაუდო მეტოქე ფინალში ფრანსისკა ჟორჟე ან ბეატრის მაია იქნება

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიის ქალაქ მონტემორ-უ-ნოვუში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით აგრძელებს. 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც ATP-ის რეიტინგში 221-ეა, ITF ტურნირის ნახევარფინალში 21 წლის იაპონელ მაია ჰონტამასს შეხვდა და მეტოქე ორ სეტში დაამარცხა - 6:4, 6:4.

იაპონელმა ქართველ ჩოგბურთელს ორივე სეტში წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ მარიამმა ფინალის საგზური მოიპოვა და ახლა მეტოქეს ელის.

პირველი წრე - მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:1 აკიკო ომაე (იაპონია)
მეორე წრე - მარიამ ბოლქვაძე 6:3, 6:1 ინგრიდ გამარა მარტინსი (ბრაზილია)
მესამე წრე - მარიამ ბოლქვაძე 6:3, 6:1 ჯესიკა პონშე (საფრანგეთი)
მეოთხე წრე - მარიამ ბოლქვაძე 6:4, 6:4 მაი ჰონტამა (იაპონია)

ქართველი ჩოგბურთელი ფინალში 13 ივნისს ითამაშებს. მისი მეტოქე პორტუგალიელ ფრანსისკა ჟორჟესა და ბრაზილიელ ბეატრის ჰადად მაიას შორის გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები