Thumbnail
  • ოთარ კაკაბაძემ ტენერიფე ცოტა ხნის წინ დატოვა
  • მარჯვენა მცველი პოლონეთში 3 წლით დარჩება 

ცოტა ხნის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ოთარ კაკაბაძემ ტენერიფე დატოვა. 25 წლის ფეხბურთელს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი ამოეწურა და აღარ გაახანგრძლივა. ახლა კი ოფიცალურად დადასტურდა, რომ ოთარი კრაკოვიაში ითამაშებს.

ოთარმა ექსტრაკლასას გუნდთან კრაკოვიასთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. კრაკოვიამ პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 2020/21 წლების სეზონში, სადაც სულ 16 გუნდი მონაწილეობდა მე-14 ადგილი დაიკავა.

ცუდი შედეგების შემდეგ კრაკოვიამ გუნდის გაძლიერება გადაწყვიტა და რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე.   

ოთარ კაკაბაძე ტენერიფეში 2020/21 წლების სეზონის წინ, შვეიცარული ლუცერნიდან გადავიდა და კლუბის მაისურით ლა ლიგა 2-სა და ესპანეთის თასზე ჯამში 19 მატჩში ითამაშა. ქართველი მცველის გუნდმა ლა ლიგა 2 ცხრილში მე-14 ადგილზე დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები