Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 7:6, 7:6 რუდოლფ მოლეკერი
  • ნიკოლოზის მეტოქე კვალიფიკაციის ნახევარფინალში ისევ გერმანელი იქნება

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰალეს ტურნირზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ის რეიტინგში 31-ეა, ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის მეოთხედფინალში, 20 წლის გერმანელ რუდოლფ მოლეკერს (262-ე) ორ სეტში, 7:6, 7:6 მოუგო.

მატჩი ერთ საათსა და 31 წუთს გაგრძელდა - ბასილაშვილს ორმაგი შეცდომა არ დაუშვია, მან 5 ეისი მოაწოდა და მეტოქეს ტაიბრეიკზე 2-ჯერ აჯობა. ნიკოლოზმა პირველ ტაიბრეიკზე 9:7 გაიმარჯვა, ხოლო მეორე ტაიბრეიკზე მეტოქეს 7:5 მოუგო.

ქართველი ჩოგბურთელი ჰალეს ტურნირის საკვალიფიკაციო ბადის ნახევარფინალში კიდევ ერთ გერმანელ სპორტსმენს შეხვდება. ბასილაშვილის მეტოქე ამჯერად იანიკ ჰანფმანი იქნება (96-ე), რომელსაც ნიკა კარიერაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები