Thumbnail

ინგლისის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვისაც გარეთ საუთგეიტი გაწვრთნის. ინგლისელთა ამჟამინდელი თავკაცი თანამდებობას, ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში შეინარჩუნებს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ნაკრებში საუთგეიტისთვის დიდი ნდობის გამოცხადების გადაწყვეტილება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ახლახან მიიღო. 

ინგლისური ფეხბურთის ბოსები მიიჩნეენ, რომ 50 წლის სპეციალისტი ეროვნულ გუნდში კარგად მუშაობს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა ფეხბურთელებთან, რომლებსაც საერთაშორისო დონეზე გამოსვლას აჩვევს. ზოგადად, ინგლისს ევრო 2020-ზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომლის საშუალო ასაკი 25.3 წელია. 

ინგლისის ნაკრებს ევროზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ჰყავს 

ინგლისელთა სურვილია, რომ ნაკრებმა ევრო 2020-ზე, მინიმუმ, ნახევარფინალამდე გააღწიოს, მაგრამ თუკი პლეი ოფში ისეთ ძლიერ მეტოქეს შეხვდა, როგორიც მაგალითად პორტუგალიაა, საუთგეიტისადმი ასოციაციის უპირობო მოთხოვნა გამარჯვება არ იქნება. 

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა გარეთ საუთგეიტმა ეროვნული გუნდი 2016 წელს ჩაიბარა. 2018 წლის მუნდიალზე ინგლისელები ნახევარფინალში გავიდნენ, რაც XXI საუკუნეში გუნდის საუკეთესო შედეგია. 

ინგლისის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში გამოდის. პირველ მატჩს საუთგეიტის გუნდი ხორვატიასთან 13 ივნისს გამართავს, შემდეგ შოტლანდიასა (18 ივნისი) და ჩეხეთთან (22 ივნისი) ითამაშებს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები