Thumbnail

ჩოხელის წარუმატებელი დებიუტი - ქრაჩმერმა მაგრად იჭიდავა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევან ჩოხელმა კარიერაში პირველი ბრძოლა წააგო
  • კაილ ქრაჩმერმა ქართველ მებრძოლს დგომში ბრძოლის შანსი არ მისცა

ქართველმა მებრძოლმა ლევან ჩოხელმა ბელატორში სადებიუტო ბრძოლა ჩაატარა. 24 წლის ქართველის მეტოქე 28 წლის ამერიკელი კაილ ქრაჩმერი იყო, რომელიც ხაბიბ ნურმაგომდოვის თანაგუნდელია.

ჩოხელი ამ ბრძოლამდე დაუმარცხებელი იყო. მას კარიერაში 9-დან 9 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. რაც შეეხება ქრაჩმერს, კაილს ამ ბრძოლამდე 6 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა. ქრაჩმერმა სამივე 5-წუთიანი რაუნდი მოიგო. მან ლევანს დგომში ბრძოლის შანსი არ მისცა.

კაილის სტრატეგია ასეთი იყო. მას ლევანი პარტერში გადაჰყავდა და იქიდან თავის დაღწევის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, მსაჯების გადაწყვეტილებით, ბრძოლა ქრაჩმერმა მოიგო. ლევანს ბელატორში კიდევ 3 ბრძოლა ელის.

კომენტარები

ბოლო ამბები