Thumbnail

31 კლუბი და 12 ტიტული - 44 წლის აბრეუმ კარიერა დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სებასტიან აბრეუმ კარიერის განმავლობაში 31 გუნდში ითამაშა
  • ურუგვაელმა კარიერა სამშობლოში სუდ ამერიკაში დაასრულა

ყველაფერს აქვს დასასრული და ასე მოხდა სებასტიან აბრეუს კარიერის შემთხვევაშიც. თითქოს ისე ჩანდა, რომ ურუგვაელი სიცოცხლის ბოლომდე აპირებდა პროფესიონალურ დონეზე თამაშს, თუმცა მოულოდნელად 10 ივნისს განაცხადა, რომ 11 ივნისს მის კარიერაში ბოლო შეხვედრას ჩაატარებდა.

44 წლის ასაკში სებასტიან აბრეუ ფეხბურთიდან წავიდა და მას ერთბაშად ის 31 გუნდი დამეშვიდობა, რომელთა რიგებსაც იცავდა. აბრეუმ 26 წლის განმავლობაში 12 ტიტული მოიგო და ყველაზე მნიშვნელოვანი კოპა ამერიკა იყო, რომელსაც 2011 წელს დაეუფლა.

სებასტიანმა ბოლო მატჩი ურუგვაის ლივერპულის წინააღმდეგ ითამაშა, მისი გუნდი 0:5 დამარცხდა, აბრეუ კი მინდორზე 14 წუთით გამოჩნდა.

გთავაზობთ იმ გუნდების სიას, რომლებშიც აბრეუს უთამაშია

ურუგვაი - დეფენსორ სპორტინგი, ნასიონალი, სენტრალ ესპანიოლი, ბოსტონ რივერი, სუდ ამერიკა

არგენტინა- სან ლორენსო, რივერ პლეიტი, როსარიო სენტრალი

ესპანეთი - დეპორტივო, რეალ სოსიედადი (ესპანეთი)

ბრაზილია - გრემიო, ბოტაფოგო, ფიგუირენსე, ბანგუ, რიო ბრანკო და ატლეტიკ კლუბი.

მექსიკა - ტეკოს დე გვადალახარა, კრუზ ასული, ამერიკა, დორადოს დე სინალოა, მონტერესი, სან ლუისი და ტიგრესი.

ისრაელი - ბეითარ იერუსალიმი. საბერძნეთი - არისი. ეკვადორი - აუკასი, პარაგვაი - სოლ დე ამერიკა, სალვადორი - სანტა ტეკლა, ჩილე - დეპორტეს პუერტო მონტი, აუდაქს იტალიანო და დეპორტეს მაგალიანესი. 

კომენტარები

ბოლო ამბები