Thumbnail
  • ბარსელონა 112:69 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინი: 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი

ესპანეთის ACB ლიგის მესამე ნახევარფინალურ მატჩში გიორგი შერმადინის ტენერიფე ბარსელონას ესტუმრა და 17 ქულით დამარცხდა - 72:89.

ACB ლიგის წლევანდელი სეზონი საუკეთესო კალათბურთელი (MVP) სასტარტო ხუთეულში იყო, გიორგიმ 22:06 წუთში 8 ქულა ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. შერმადინმა 4-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

ბარსელონას მხრიდან საუკეთესო მატჩი პაუ გასოლს ჰქონდა, რომელმაც 15 ქულა და 5 პასი მიითვალა. კატალონიური გუნდი ფინალურ მატჩში მადრიდის რეალს შეხვდება. შერმადინის გუნდისთვის სეზონი დასრულდა.

კომენტარები

ბოლო ამბები