Thumbnail
  • საქართველო 3:2 აზერბაიჯანი
  • გიორგი ჩხაიძემ ეროვნულ ნაკრებში პირველი მატჩი მოიგო

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა აზერბაიჯანის ნაკრებს 3:2 მოუგო. ეროვნულ ნაკრებში გიორგი ჩხაიძის სამწვრთნელო დებიუტი შედგა. ქართველები პირველ ტაიმს 2:0-ს იგებდნენ, რის შემდეგაც სტუმრებმა ერთი ბურთი პენალტით გაქვითეს.

 

ნაკრებებმა მეორე ნახევარში თითო გოლი გაცვალეს და საქართველომ პირველი ამხანაგური თამაში მოგებით დაასრულა. საქართველოსა და აზერბაიჯანის ნაკრებები მეორე ამხანაგურ მატჩს 14 ივნისს გაიმართავენ. შეხვედრა 19:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგება, ხოლო მატჩის რეპორტაჟს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იუთუბ არხზე იხილავთ.

საქართველო – აზერბაიჯანი 3:2

გოლები: 1:0 ბაქრაძე (45), 2:0 მირზალიევა (45 ა.გ), 2:1 ალიევა (პენ-65), 3:1 ბოლქვაძე (82), 3:2 აჰმადოვა (90+5)

საქართველო: გაბუნია, ჩხარტიშვილი, სუთიძე, კალანდაძე, ბებია (83. ქადაგიშვილი), თოდაძე, ხაბურზანია (89 ხანდაზიანი), პასიკაშვილი (83 დანელია), მატვეევა, ბაქრაძე (89 წოწერია), ჭიჭინაძე

კომენტარები

ბოლო ამბები