Thumbnail
  • თემურ ქეცბაია კვიპროსში დაბრუნდა და სატრანსფერო გეგმებზე მუშაობს
  • ანორთოსისს რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს უკავშირებენ

ფამაგუსტას ანორთოსისის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია საქართველოდან კვიპროსში დაბრუნდა და ახალი სეზონისთვის ტრანსფერებს აქტიურად გეგმავს.

goal.philenews-ის ინფორმაციით, ანორთოსისში ვაკო გვილიას გადასვლა თითქმის გამორიცხულია. ქეცბაიას დიდი სურვილი აქვს, ქართველი ფეხბურთელი დაიმატოს, მაგრამ წყაროს თანახმად, გვილია კვიპროსში გადაბარგების პერსპექტივას არცთუ დადებითად უყურებს. გარდა ამისა, ანორთოსისს მისთვის სეზონში მაქსიმუმ 300 000 ევროს გადახდა შეუძლია, მისი მოთხოვნები კი ამ თანხას აჭარბებს.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი გაძლიერება სურს

ანორთოსისს გურამ კაშიასაც უკავშირებენ, რომლის საკითხი ჯერ დახურული არ არის, მაგრამ გამოცემის ცნობით, უახლოეს პერიოდში ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდება - დადებითად ან უარყოფითად. ქეცბაიას დიდი სურვილი აქვს, გურამი დაიმატოს, მაგრამ ბრატისლავის სლოვანის ინტერესი კვიპროსელთათვის დაბრკოლებას წარმოადგენს. ანორთოსისი გიორგი აბურჯანიას ტრანსფერითაცაა დაინტერესებული, მაგრამ 26 წლის ნახევარმცველის გეგმებში კვიპროსში დაბრუნება ნაკლებად შედის.

შეგახსენებთ, რომ კვიპროსული გუნდი თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი ქვილითაიამ უკვე დატოვეს. ისინი ნიქოზიის აპოელში გადავიდნენ. აქტიურად მიდის საუბარი ბუბა დაუშვილის გუნდიდან წასვლაზეც, ხოლო გიორგი ლორიას ანორთოსისთან ხელშეკრულება კიდევ 1 წელი აკავშირებს და მომდევნო სეზონსაც თემურ ქეცბაიას გუნდში გაატარებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები